ჭადრაკი, მერი არაბიძე
Aa
Aa

ჭადრაკი: მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია

ქართულ ჭადრაკს დიდი წარმატება ხვდა წილად. ევროპული ჭადრაკის ისტორიაში, ქართველმა ქალმა მოჭადრაკემ მეორედ მოახერხა საუკეთესოს წოდების მიღება. მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონი გახდა!!

არაბიძე მთელი ტურნირის განმავლობაში, რომელიც მონტენეგროგში გაიმართა დომინირებდა და გზა მარცხის გარეშე განვლო. ქართველმა მოჭადრაკემ 11-დან 8.5 ქულა დააგროვა და ჩემპიონობა დამაჯერებლად მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მერი მსოფლიოს 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახლავთ. ასევე, საჭადრაკო ოლიმპიადის და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი!

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე ჯამში 135 მოჭადრაკე მონაწილეობდა და აქედან 9 საუკეთესო მსოფლიო თასზე გაემგზავრება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AreaNapoli: “კიდევ ორმა ფეხბურთელმა გაგვაოცა“
AreaNapoli: “კიდევ ორმა ფეხბურთელმა გაგვაოცა“