ეროვნული ნაკრები, ვილი სანიოლი
Aa
Aa

როგორია ნორვეგიის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების სასტარტო XI

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ, ბათუმში, 20:00 საათიდან გამართავს.

ნაკრების სასტარტო XI ასეთია:


ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ აღნიშნული ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში მესამედ ხვდებიან. ჩვენს გუნდს, ნორვეგიის წინააღმდეგ, გამარჯვება არ აქვს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 მატჩში 6 გოლი გაუშვა, 1 - გაიტანა.

1999 წლის შემდეგ, ნორვეგია საქართველოში არ ყოფილა. ეს მეორე მატჩია, როდესაც შეხვედრას საქართველო მასპინძლობს.

საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს. ბათუმში სრულ ანშლაგს ელიან. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი არასრულ დღეში გაიყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები