რომან დოლიძე, მარვინ ვეტორი
Aa
Aa

ვეტორიმ რეპერი დაანოკაუტა | სკანდალი იტალიელი მებრძოლის გარშემო

UFC-ის ქართველი მებრძოლის, რომან დოლიძის ბოლო მეტოქე, მარვინ ვეტორი სკანდალში გაეხვია. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ იტალიელი მებრძოლი მამაკაცს ფიზიკურად უსწორდება.

ინციდენტი პარასკევს, DAZN-ის საკრივო ღონისძიებაზე მოხდა, რომლის მთავარი მოვლენაც WBC-ის სუპერ საშუალო წონითი მებრძოლების, ივან ძუკოსა და ჯერმეინ ბრაუნის დაპირისპირება გახლდათ. ღონისძიების მიმდინარეობისას, ვეტორის მეგობარ რეპერს, ტონი ეფეს რეპერ ილუნგასთან უთანხმოება მოუვიდა და მასობრივი ჩხუბი ამან განაპირობა.

ვიდეოში ჩანს, რომ მარვინი ილუნგას რამდენჯერმე ურტყამს და მისი დარტყმების გამო, რეპერი, რომელიც ამავდროულად, მოკრივე გახლავთ, იატაკზე ეცემა. საინტერესოა, რომ როგორც ტონი ეფე, ისე ილუნგა იტალიელები არიან და ჯერჯერობით უცნობია, მათი დაპირისპირება რამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, ვეტორი UFC-ის ოქტაგონზე ვიხილეთ და იტალიელი მებრძოლი რომან დოლიძეს დაუპირისპირდა. მარვინმა მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით მოიგო და ბევრის აზრით, მას გამარჯვება არ ეკუთვნოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სახეს დაგინგრევ“ - მერაბმა კინაღამ MMA-ის გულშემატკივართან იჩხუბა
„სახეს დაგინგრევ“ - მერაბმა კინაღამ MMA-ის გულშემატკივართან იჩხუბა