ანტონიო კონტე, იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

ტოტენჰემის 10-კაციანი სია - ვინ ჩაიბარებს დეზებს?

ლონდონის „ტოტენჰემი“ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. „დეზებმა“ რამდენიმე საათის წინ ანტონიო კონტესთან მოილაპარაკეს და კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. იტალიელი სპეციალისტის წასვლის შემდეგ, ბრიტანულმა Daily Mail-მა ლონდონელთა გეგმებზე დაწერა.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, „ტოტენჰემს“ 10 სპეციალისტი ჰყავს შერჩეული და კლუბის პრიორიტეტი იულიან ნაგელსმანია. გერმანელი „ბაიერნიდან“ დაითხოვეს და თავისუფალია, თუმცა მისი გაფორმების შემთხვევაში, „დეზებს“ „რეკორდმაისტერისთვის“ კომპენსაციის გადახდა მოუწევთ.

ნაგელსმანის გარდა, „დეზები“ მაურისიო პოჩეტინოს, ლუის ენრიკეს, მარკო სილვას, ოლივერ გლასნერისა და რობერტო დე ძერბის კანდიდატურას განიხილავენ. ასევე, მიდი საუბარი სტივ კუპერზე, ანგე პოსტესოღლუზე, სერჟიო კონსეისაუზე და ტომას ფრანკზე, თუმცა მათი დანიშვნის ალბათობა დაბალია.

შეგახსენებთ, რომ Sky Sports-ის ცნობით, ნაგელსმანი „ტოტენჰემთან“ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და მზადაა, ლონდონური კლუბი ჩაიბაროს. „დეზები“ ნაგელსმანის დანიშვნას 2019 წელსაც ცდილობდნენ, როცა გუნდიდან მაურისიო პოჩეტინო დაითხოვეს. მეორე მცდელობა მოურინიოს დათხოვნის შემდეგ ჰქონდათ, თუმცა კვლავ ამაოდ. ამჯერად, ლონდონელები გერმანელის მესამედ გადაბირებას შეეცდებიან და შანსებიც გაცილებით კარგი აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სახეს დაგინგრევ“ - მერაბმა კინაღამ MMA-ის გულშემატკივართან იჩხუბა
„სახეს დაგინგრევ“ - მერაბმა კინაღამ MMA-ის გულშემატკივართან იჩხუბა