გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
Aa
Aa

არველაძე და ქინქლაძე ლეგენდებში მატჩში - შოთა გოლის გატანასთან ახლოს იყო

შოტლანდიაში, გლაზგოში, „აიბროქსზე“ „რეინჯერსის“ ლეგენდებისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ მიიღეს.

არველაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მეორე ტაიმში ითამაშა. ანალოგიურად, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების გუნდში გიორგი ქინქლაძე მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. მატჩი „რეინჯერსის“ ლეგენდების მარცხით, 3:4 დასრულდა. 

ამ შეხვედრაში არაერთმა ცნობილმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ითამაშა. მათ შორის იყვნენ რობინ ვან პერსი, ჯეკ უილშირი, ჯერმეინ დეფო, ემანუელ პეტი, მაიკლ ესიენი, სტივ მაკმანამანი, ნვანკვო კანუ, იაპ სტამი და სხვები.

84-ე წუთზე, როცა ანგარიში 3:3 იყო, არველაძე გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.

შეგახსენებთ, შოთა არველაძე „რეინჯერსში“ 2001-05 წლებში თამაშობდა, გლაზგოურ კლუბთან ერთად შოტლანდიის ჩემპიონატი (2002–03, 2004–05), შოტლანდიის თასი (2001–02, 2002–03) და შოტლანდიის ლიგის თასი (2002–03) მოიგო. ასევე, 2003 წლის სექტემბერში შოტლანდიის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის გეგმა - ხვიჩას გამოსასყიდი თანხა ცნობილია
ნაპოლის გეგმა - ხვიჩას გამოსასყიდი თანხა ცნობილია