ტომას ტუხელი
Aa
Aa

ტუხელი: ბაიერნი პრემიერ ლიგაშიც ტიტულისთვის იბრძოლებდა

ტომას ტუხელი დარწმუნებულია, რომ „ბაიერნი“ პრემიერ ლიგაში ტიტულისთვის იბრძოლებდა.

„ინგლისის პრემიერ ლიგა არის განსაკუთრებული ტურნირი, ეს არის ევროპაში ყველაზე დიდი გამოწვევა. მაგრამ ბაიერნი პრემიერ ლიგაში ტიტულისთვის მებრძოლი გუნდი იქნებოდა, თავისი გუნდურობისა და ღრმა შემადგენლობის გამო.

რა თქმა უნდა, ვიცი როგორი შემადგენლობა ჰყავს ბაიერნს და როგორ ასპარეზობს გუნდი. მე ფეხბურთს თვალს ყოველთვის ვადევნებ, ეს ჩემი ჩვევაა, რადგან ფეხბურთი ჩემს დღეს აუმჯობესებს.

თქვენ უნდა დაელოდოთ და მომთმენები იყოთ. სამშაბათს პირველად დავიწყე ბაიერნზე ფიქრი.

ინგლისში, თუ პარიზში ბაიერნზე ყველა მაღალი აზრის არის. არავის უყვარს ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში. კლუბის სიძლიერე უდაოა“.

- ამბობს ტუხელი.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ ნაგელსმანი 24 საათია რაც დაითხოვა, მის შემცვლელად კი „რეკორდმაისტერი“ ტომას ტუხელმა ჩაიბარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაგელსმანი მზადაა ტოტენჰემი ჩაიბაროს
ნაგელსმანი მზადაა ტოტენჰემი ჩაიბაროს