ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ლეო ოსტიგორი
Aa
Aa

ოსტიგორი: „ვარჯიშებზე კვარასა და ოსიმენის აყვანა თამაშის ტოლფასია“

ნორვეგიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ უკანახაზელმა, ლეო ოსტიგორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. ნორვეგიელის თქმით, იგი თავს კარგად გრძნობს და ვარჯიშებზე „კვარასა“ და „ოსის“ მეურვეობა მატჩების ჩატარების ტოლფასია.

„როცა საკუთარ კლუბში სათამაშო დრო არ გეძლევა, ნაკრების მთავარ მწვრთნელს არჩევანის გაკეთებისას შეკითხვები უჩნდება. ეს ძალიან კარგად მესმის. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლიში ბევრს არ ვთამაშობ, თავს კარგად ვგრძნობ. გარწმუნებთ, რომ ვარჯიშებზე ოსიმენისა და კვარაცხელიას დონის ფეხბურთელების მეურვეობა, თამაშის ტოლფასია. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ვიმყოფები და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

ნაპოლი საოცარ სეზონს ატარებს და ვიცოდი, რომ ჩემს პოზიციაზე დიდი კონკურენცია იქნებოდა. ვინც თამაშობს, ქებას იმსახურებს, რადგან კარგად ასპარეზობს. რა თქმა უნდა, მაღიზიანებს, სათამაშო დროს რომ ვერ ვიღებ, მაგრამ გუნდის შედეგით ბედნიერი ვარ. ჩემი მოვალეობაა, ყოველთვის მზად ვიყო და იმედი მაქვს, სეზონის ბოლო ნაწილში, შანსები მომეცემა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების დაპირისპირება 28 მარტს გაიმართება. მატჩი ბათუმში ჩატარდება და თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას თამაშს ყოველთვის ვუყურებ, რადგან ფეხბურთი მიყვარს“ - უმცროსი გალიანი
„კვარას თამაშს ყოველთვის ვუყურებ, რადგან ფეხბურთი მიყვარს“ - უმცროსი გალიანი