„შემტევისთვის 2 გოლი და 2 ასისტი საკმარისი არაა“ – RMC-ის ჟურნალისტი ზურიკოზე
ფრანგული ტელეარხის, RMC-ის ჟურნალისტმა, ნიკოლა პაოლორსიმ „ბორდოს“ ქართველ გარემარბზე, ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. პაოლორსის მიხედვით, ქართველ ფეხბურთელს დამაგვირგვინებელ ფაზაში სიმწვავე აკლია.
„შეგვიძლია, ზურიკო დავითაშვილს ბორდოს სატრანსფერო პოლიტიკის დამაკმაყოფილებელი პროდუქტი ვუწოდოთ. რამდენიმე დღის წინ, ჩემს კოლეგებთან ერთად ვსაუბრობდი და შემიძლია, გითხრათ, რომ ზურიკო ტექნიკურად კარგი ფეხბურთელია, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სიმწვავე აკლია.
შემტევი ფეხბურთელისთვის, რომელიც შეტევაზე ორიენტირებულ გუნდში თამაშობს, 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა საკმარისი არაა. დავითაშვილი ტექნიკურად ძლიერია, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სიმწვავე აკლია“.
შეგახსენებთ, რომ ზურიკოს „ბორდო“ უმაღლესი დივიზიონის საგზურისთვის იბრძვის და 50 ქულა აქვს. ჟირონდელები უშუალო მდევრებს, „სოშოსა“ და „მეცს“ 1 და 2 ქულით უსწრებენ. მათი მომდევნო მეტოქე „გენგამია“, რომელსაც 3 აპრილს დაუპირისპირდებიან.