ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა და მისი 3 ოცნება | რას წერს Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე

Corriere dello Sport-ის დღევანდელ ნომერში, ხვიჩა კვარაცხელიაზე და იმ ოცნებებზეა საუბარი, რომლებიც ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში აქვს. ავტორიტეტული იტალიური გამოცემის მიხედვით, „კვარას“ ორი ოცნება საკლუბო ფეხბურთს უკავშირდება, ერთი - სანაკრებოს.

„კვარაცხელიას სამი ოცნება აქვს, რომელთა ასრულებაც მიმდინარე სეზონში სურს. ხვიჩა პირველის ახდენასთან ძალიან ახლოსაა და მისი სახელი „სკუდეტოა“. პარტენოპეის ტრიუმფამდე დროის ათვლა დაწყებულია და ნეაპოლი გრანდიოზული ღონისძიებისთვის ემზადება.

კვარაცხელიას მეორე ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაა. პარტენოპეის კარგი შანსი აქვს და შეუძლია, ბოლომდე გავიდეს. მესამე ოცნებას რაც შეეხება, ის საქართველოს ნაკრებს უკავშირდება და ხვიჩას უნდა, საკუთარი ეროვნული გუნდი ევრო 2024-ზე გაიყვანოს“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანურ კლუბებს კვარას შეძენა 6 მილიონად შეეძლოთ | რატომ არ შედგა ტრანსფერი
ესპანურ კლუბებს კვარას შეძენა 6 მილიონად შეეძლოთ | რატომ არ შედგა ტრანსფერი