ნაპოლი, პარი სენ ჟერმენი, ლუიშ კამპოსი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ლუის კამპოსმა ოსიმენის აგენტთან შეხვედრა დაგეგმა

რამდენიმე დღის წინ, გავიგეთ, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით ინტერესდებოდა. დღეს კი სულ სხვა ინფორმაცია გავრცელდა.

Footmercato იუწყება, რომ პარიზულ გრანდს ვიქტორ ოსიმენის გადაბირება სურს. ეს ახალი არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს ფრანგები ამ საკითხს სერიოზულად ეკიდებიან.

წყაროს ცნობით, „პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლუის კამპოსმა ნიგერიელი თავდამსხმელის აგენტთან შეხვედრა დაგეგმა. ეს კი სანაკრებო პაუზის დროს მოხდება. ამავე წყაროს ინფორმაციით, „ნაპოლი“ იმედოვნებს, რომ საკუთარ ვარსკვლავს 150 მილიონ ევროდ გაყიდის.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენის მიმართ ინტერესს პსჟს გარდა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ იჩენს. თავად ფეხბურთელის ოცნება კი პრემიერ ლიგაში თამაშია, რაც არაერთხელ აღუნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები