ხვიჩა კვარაცხელია, ჯორჯია როსი
Aa
Aa

„კვარაცხელია უკვე მძვინვარებდა“ - ჯორჯია როსიმ ხვიჩას დებიუტი გაიხსენა

DAZN-ის ჟურნალისტმა ჯორჯია როსიმ „გაძეტასთან“ ინტერვიუში „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას სერია ა-ში დებიუტი გაიხსენა, როცა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, საგოლე პასი შეასრულა და მისმა გუნდმა სამბურთიანი უპირატესობით მოიგო (2:5).

ჯორჯია როსი: „მე ვმუშაობდი სერია ა-ს ამ სეზონის „ნაპოლის“ პირველ მატჩზე, რომელიც ვერონაში გაიმართა და კვარაცხელია უკვე მძვინვარებდა. ცნობილი მოთამაშეების გაყიდვის შემდეგ „ნაპოლის“ მიმართ მოლოდინი შემცირდა, მაგრამ შემდეგ მალევე „ნაპოლის“ გუნდმა არაორდინალური სიძლიერე აჩვენა და სპალეტის შესაძლებლობა მისცა. ვფიქრობ, „ნაპოლის“ ამ სეზონში რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთება შეუძლია“.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10).

ჯორჯია როსიმ ქალებზეც ისაუბრა. მისი აზრით ყველა პატარა გოგოს უფლება და თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რომ აკეთოს ის, რაც თავად სურს. ამ ინტერვიუში ჯორჯია ქალთა მიერ ფეხბურთში ჩართულობაზე საუბრობს: „ვისურვებდი, რომ ყველა პატარა გოგოს, რომელსაც ფეხბურთის თამაში სურს, ჰქონდეს თავისუფლება და უფლება საქმე ბარიერების გარეშე აკეთოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას, ალბათ, მხოლოდ საქართველოში იცნობდნენ“ - ლობოტკა
„კვარას, ალბათ, მხოლოდ საქართველოში იცნობდნენ“ - ლობოტკა