დავითაშვილი: „ყველას უნდა დავანახოთ, ასეთ გუნდებთან მოგება შეგვიძლია“
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ნორვეგიასთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიზანი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლიდან ევრო 2024 მოხვედრაა. ცხადია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიასთან მოგებას გეგმავს.
ზურიკო დავითაშვილი: „ეს საკვალიფიკაციო ეტაპი კიდევ ერთხელ ბევრ რამეს დაგვანახებს. ჯგუფიდან გასვლა რთული იქნება, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი. 28 მარტს ერთ-ერთ კონკურენტს სახლში ვეთამაშებით. ყველას უნდა დავანახოთ, რომ ესეთ გუნდებთან მოგება შეგვიძლია. ყველას აინტერესებს, შევძლებთ თუ არა ამ ყველაფერს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნორვეგიასთან გავიმარჯვებთ და 3 ქულას ჩავიწერთ“
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს მონღოლეთთან 25 მარტს გამართავს. აღნიშნული შეხვედრა ამხანაგურია. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში სანიოლის გუნდი ნორვეგიას უმასპინძლებს (28 მარტი). ორივე თამაში ბათუმში გაიმართება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს