გიორგი ჩაკვეტაძე, ვილი სანიოლი, ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

სანიოლი ჩაკვეზე: „ყოველთვის ვიწვევდი, რომ მხარდაჭერა ეგრძნო“

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.

ფრანგ სპეციალისტს ახარებს ის ფაქტი, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა არ აწუხებს და კლუბში რეგულარულად თამაშობს: ,,მას ბოლო დროს პრობლემები ჰქონდა, თუმცა სანაკრებო სიაში ყოველთვის შემყავდა, რადგან მინდოდა მას მხარდაჭერა ეგრძნო. იმედი მაქვს, რომ მისთვისაც მოიძებნება ადგილი. ყველაზე მთავარი რაცაა და რაც მახარებს, მისი ჯანმრთელობაა".

ვილი სანიოლმა ვაკო ყაზაიშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვაკო ყაზაიშვილმა თანაგუნდელებს ანგარიში უნდა გაუწიოს და ამ ეტაპზე ვაკოს ნაკრებში მიწვევისგან თავი შეიკავა: ,,რაც შეეხება ყაზაიშვილს, ვფიქრობ მან ანგარიში მე და თანაგუნდელებს უნდა გაგვიწიოს. ნაკრებში პატივისცემა უნდა იყოს და ამ მიზნისკენ ყველა ერთად უნდა მიდიოდეს. თუ ასე არ ხდება, ეს დიდი პრობლემაა, რაზეც მუშაობაა საჭირო. ამ ეტაპზე, ყაზაიშვილი განაცხადში არ შევიყვანე, თუმცა მომავალში რა იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით".

მიმდინარე თვეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ მატჩს გამართავს. 25 მარტს, საქართველოსა და მონღოლეთის ამხანაგური შეხვედრა გაიმართება, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სანიოლის გუნდი ნორვეგიას უმასპინძლებს. ორივე საფეხბურთო დაპირისპირება ბათუმში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ,,ნორვეგიას ჰოლანდი ჰყავს? ჩვენ - კაშია გვყავს“
სანიოლი: ,,ნორვეგიას ჰოლანდი ჰყავს? ჩვენ - კაშია გვყავს“