ბორჯღალოსნები
Aa
Aa

მე-11 ადგილი მსოფლიო რეიტინგში - ბორჯღალოსნების ისტორიული შედეგი

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 27-ქულიანი სხვაობით, 38:11 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ლევან მაისაშვილის გუნდი მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე დაწინაურდება, რაც „ბორჯღალოსნების“ ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

პორტუგალიასთან გამარჯვებამდე საქართველოს ნაკრები 75,94 ქულით მე-12 ადგილზე იყო, ამ მოგებით კი 76, 23 ქულა დააგროვა და სამოას გაასწრო, რომლის ანგარიშზე 76,03 ქულაა. მე-10 ადგილს 77,39 ქულით იაპონია იკავებს, მე-9 პოზიციას კი 78,08 ქულით - უელსი.

საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეექვსედ მოიგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევვნო შეხვედრებს ზაფხულში ჩაატარებს. „ბორჯღალოსნები“ რუმინეთსა (12 აგვისტო) და აშშ-ს (19 აგვისტო) უმასპინძლებენ, შემდეგ კი შოტლანდიას ესტუმრებიან (16 აგვისტო).

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეექვსედ! - მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
ზედიზედ მეექვსედ! - მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია