გიორგი შერმადინი, ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 11 ქულა - ტენერიფეს დამაჯერებელი გამარჯვება

ესპანეთის ACB ლიგის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფე“ „ობრადოიროს“ ესტუმრა და მარტივად 78:58 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში კი თავისი წვლილი გიორგი შერმადინმაც შეიტანა.

როგორც ყოველთვის, ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა და საკმაოდ აქტიურიც იყო. შერმადინმა პარკეტზე 23 წუთი და 30 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში კი 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

გიორგიმ ოთხი 2-ქულიანი ისროლა, საიდანაც ზუსტი 3 აღმოჩნდა. 5 ქულა კი საჯარიმო ტყორცნით მოიპოვა.

„ტენერიფეს“ მხრიდან საუკეთესო შედეგი სასუ სალინმა დააფიქსირა, რომელმაც არასრულ 19 წუთში 18 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში კი „გრან კანარიას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები