ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ზუსტად ამას ჰქვია ფეხბურთელმა თავისი გუნდი იპოვაო“ - ჩერჩესოვი ხვიჩაზე

უნგრული „ფერენცვაროშის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტანისლავ ჩერჩესოვმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. რუსმა სპეციალისტმა „კვარა“ შეაქო და მის მომავალთან დაკავშირებით, საინტერესო განცხადება გააკეთა.

„კვარაცხელიას აქვს ხარისხი, რომელიც შეუძლებელია ფეხბურთელს ვარჯიშებით ან მუშაობით გაუჩინო, ეს ნიჭია. ხვიჩა კარგ გუნდში, კარგ მთავარ მწვრთნელთან მოხვდა. იტალიაში და საქართველოში ერთნაირი მენტალიტეტია და ის ნეაპოლში თავს კომფორტულად გრძნობს.

ხვიჩა შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და გუნდისთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს. აი, ზუსტად ამას ჰქვია, ფეხბურთელმა თავისი გუნდი იპოვაო. კვარაცხელია მილანში იგივე წარმატებას ალბათ ვერ მიაღწევდა. ნაპოლი მისთვის ტრამპლინია, რომ სუპერ კლუბში აღმოჩნდეს. ისეთში, როგორიც რეალი ან ბარსელონაა“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში იგი მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (12) და მბალა ნზოლა (12) უსწრებენ. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: წილისყრაში გაგვიმართლა? ამას მხოლოდ არაკომპეტენტურები ამბობენ
სპალეტი: წილისყრაში გაგვიმართლა? ამას მხოლოდ არაკომპეტენტურები ამბობენ