სანდრო მამუკელაშვილი, ჯერემი სოხანი
Aa
Aa

„რთული პასები გააკეთა“ - ჯერემი სოხანმა მამუ შეაქო

სანდრო მამუკელაშვილის თანაგუნდელმა, ჯერემი სოხანმა ქართველ კალათბურთელზე ისაუბრა. „ორლანდო მეჯიქთან“ 132:114-ით მოგებული შეხვედრის შემდეგ, სოხანს „მამუს“ პასები გაახსენეს და ჰკითხეს, ასეთ მომენტებს გუნდური ქიმიის გაზრდაში რამხელა როლი აქვთ.

„ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, თქვენც ხედავთ მამუ რამდენად კარგი კალათბურთელია და ამ ყველაფერს როგორ ბუნებრივად აკეთებს. სანდრომ 2 რთული პასი შეასრულა და ასეთი გადაცემების გასაკეთებლად რბილი შეხება და ბურთის შეგრძნებაა საჭირო. ჩემი აზრით, ასეთი მომენტები ძალიან გვეხმარება და ერთმანეთის ნდობას გვიყალიბებს“.

შეგახსენებთ, რომ „ორლანდოსთან“ მატჩში, სანდრომ პარკეტზე 21 წუთი და 29 წამი გაატარა და აქტივში 7 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. მამუკელაშვილმა 4-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. „მამუს“ 3 ასისტიდან 2 ძალიან ლამაზი იყო და ორივე შემთხვევაში, ადრესატი სოხანი გახლდათ.

ცნობისთვის, „სპურსის“ ანგარიშზე 18 მოგება და 50 მარცხია. ტექსასელები დასავლეთ კონფერენციის ბოლოსწინა ადგილს იკავებენ და მათიმომდევნო გაჩერება „დალას მავერიქსია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“წარმოუდგენელი ბიჭი, უზარმაზარი ნიჭით“ - გუარდიოლამ ემოციები ვერ დამალა
“წარმოუდგენელი ბიჭი, უზარმაზარი ნიჭით“ - გუარდიოლამ ემოციები ვერ დამალა