ლივერპული, იურგენ კლოპი, ბორნმუთი
Aa
Aa

“შეშფოთებული ვარ“ - კლოპი ბორნმუთთან წაგების შემდეგ

პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში „ლივერპული“ „ბორნმუთს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ მერსისაიდულმა გრანდმა წინა ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ 7:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა.

კლოპი:

„შეშფოთებული ვარ. სახლში კარგად ვთამაშობთ და სტუმრად არაფერი გამოგვდის. ასე თუ ვითამაშებთ ვერც ოთხეულში მოვხვდებით და ვერ ევროპის ლიგაზე. არ ვიცი ასე რატომ ხდება. არასდროს ჰქონდა ჩვენთვის მნიშვნელობა სად ვთამაშობდით. ხარისხი ყოველთვის მაღალი იყო.

ერთი რამ, რაც ამ სეზონში ვისწავლეთ არის წარუმატებლობასთან გამკლავება. იმედი მაქვს, „ბორნმუთთან“ მარცხს მალე დავივიწყებთ, რადგან ოთხშაბათს „რეალთან“ დიდი მატჩი გველის. ამის შემდეგ სანაკრებო პაუზა იქნება და იმედია ყველა ჯანმრთელი დაბრუნდება. წინ ძალიან ბევრია გასავლელი და სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები