ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკო ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ბორდომ კონკურენტთან ქულები გაიყო

საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურში, უშუალო კონკურენტების, „სოშოსა“ და „ბორდოს“ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში „ბორდომ“ გახსნა, კონტრშეტევა დილან ბაკვას გოლით დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში მე-40 წუთზე გაათანაბრეს.

ჟირონდელთა სასტარტოში ზურიკო დავითაშვილმა ითამაშა, 85-ე წუთზე შეცვალეს. Sofascore-მა ქართველ შემტევს 7,1 დაუწერა, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, შეტევა არაერთხელ გაამწვავა, ფლანგებს იცვლიდა და შავ სამუშაოსაც ასრულებდა. გატანილ გოლში ქართველ გარემარბს მონაწილეობა არ მიუღია.

მის აქტივში 1 საგოლე პასია. ასევე, დავითაშვილის 26 გადაცემიდან 21 ზუსტი იყო (81 პროცენტი).

დავითაშვილის რამდენიმე გამორჩეული მომენტი ამ შეხვედრიდან

22 წლის ქართველმა შემტევმა, რომელიც ფრანგულ კლუბში ბათუმის „დინამოდანაა“ განათხოვრებული, ლიგა 2-ში 19 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა.

27 ტურის შემდეგ „ბორდოს“ აქტივში 47 ქულაა, ლიდერ „ლე ავრს“ 8 ქულით ჩამორჩება და „სოშოს“ 1 ქულით უსწრებს. 28-ე ტურში „ბორდოს“ მეტოქე „ნიმი“ იქნება, დავითაშვილის გუნდი ამ მატჩს საკუთარ კედლებში 18 მარტს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადაწყვეტილება შეცვალეს - აინტრახტის ქომაგები ნაპოლისთან მატჩს დაესწრებიან
გადაწყვეტილება შეცვალეს - აინტრახტის ქომაგები ნაპოლისთან მატჩს დაესწრებიან