ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

კარგი ამბავი - კიტეიშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

CrystalSport-ის ცნობით, გრაცის „შტურმის“ ქართველმა ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ბარძაყის ტრავმა მოიშუშა, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, თუმცა ამ ეტაპზე 100 პროცენტით მზად არაა. სავარაუდოდ, მარტში დაგეგმილ სანაკრებო შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 მარტს ამხანაგურ მატჩს მონღოლეთთან გამართავს, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში ნორვეგიას უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა ბათუმში გაიმართება.

გასულ თვეში, 10 თებერვალს, ბუნდესლიგის მე-17 ტურში „შტურმმა“ შინ „რაპიდი“ 1:0 დაამარცხა. ამ მატჩში ოთომ სასტარტოში ითამაშა, 83-ე წუთზე შეცვალეს და მას შემდეგ არ უთამაშია.

მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 9 მატჩში 3 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ევროპა ლიგის 5 მატჩში 1 გოლი „ფეიენორდს“ გაუტანა. ამ გოლით „შტურმმა“ საშინაო კედლებში გაიმარჯვა.

ოთარ კიტეიშვილს „შტურმთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, თუმცა სამწუხაროდ, ტრავმების გამო „შტურმი“ ჯერ ტრამპლინად ვერ გამოიყენა.

26 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რომელიც 26 მარტს 27 წლის გახდება, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი ჩრდილოეთ მაკედონიას შეუგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გასპერინი: „ნაპოლი საოცარ სეზონს ატარებს, მაგრამ ქულების მოპოვება ყველასთან გვსურს“
გასპერინი: „ნაპოლი საოცარ სეზონს ატარებს, მაგრამ ქულების მოპოვება ყველასთან გვსურს“