ბაიერნი უარს ამბობს, კანსელუ შესაძლოა ბარსელონაში აღმოჩნდეს
ჟოაო კანსელუ შესაძლოა ზაფხულში „ბარსელონაში“ გადავიდეს.
როგორც ცნობილი გახდა, „ბაიერნმა“ „მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელი განაპირა მცველის გამოსყიდვაზე უარი უთხრა. მიუნხენელები გამოსასყიდ თანხას ზედმეტად ბევრად თვლიან და უარს აცხადებენ. არც არენდის გახანგრძლივებას გეგმავენ.
ამრიგად, კანსელუს „სიტიში“ დაბრუნება მოუწევს, მაგრამ Sport-ის ცნობით, კლუბი მას ტრანსფერზე დააყენებს, რადგან ფეხბურთელს გუარდიოლასთან ურთიერთობა გაფუჭებული აქვს.
თუ, „სიტი“ კანსელუს ვერ გაყიდის, მას კვლავ იჯარის წესით გაუშვებენ. ამ შემთხვევაში კი ფეხბურთელის დამატებით „ბარსელონა“ ინტერესდება, რომელსაც მარჯვენა მცველის პოზიციაზე პრობლემა აქვს. კატალონიურ კლუბს კი კანსელუს აგენტთან ჟორჟე მენდეშთან კარგი ურთიერთობა აქვს.
მიმდინარე სეზონში კანსელომ ბუნდესლიგაში 4 მატჩი ჩაატარა, ხოლო პრემიერ ლიგაში 17.