ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ნეაპოლში აღმოაჩინეს ქარხანა, რომელშიც ხვიჩას და ოსიმენის ყალბ მაისურებს ამზადებდნენ

ნეაპოლის ფინანსურმა პოლიციამ ქალაქში აღმოაჩინა ქარხანა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ყალბ მაისურებს ამზადებდნენ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, საწარმო ნეაპოლის ერთ-ერთ პროვინციაში მდებარეობდა. ადგილზე ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის მაისურები, ასევე, კლუბის დროშები, ეტიკეტები და სხვა ყალბი ნივთები აღმოაჩინეს.

ადგილობრივი საგამოძიებო უწყების ცნობით, ქარხანა აღჭურვილი იყო შესაბამისი ინვენტარით. ნაპოვნია 17 საკერავი მანქანა, ლოგოების საბეჭდი სპეციალური მოწყობილობა, ხვიჩას და ოსიმენის 1250 მაისური, 1200 კლუბის საფირმო ეტიკეტი და 200 ცალი საფეხბურთო კლუბ „პალერმოს“ მაისური, რის გამოც ვარაუდობენ, რომ საწარმოს მფლობელს აქტიური კავშირი აქვს სიცილიასთან.

საგულისხმოა, რომ როდესაც სამართალდამცველები ქარხანაში შევიდნენ, მათ ადგილზე 4 თანამშრომელი დახვდათ, რომლებიც არალეგალები იყვნენ. საწარმოს მფლობელი იდენტიფიცირებულია, თუმცა მისი ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, არალეგალური ბიზნესი საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა, რამაც „ნაპოლის“ ოფიციალურ მაღაზიას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემპიონია, რომელიც დონადონის მაგონებს“ - დი ნატალემ კვარაზე ისაუბრა
„ჩემპიონია, რომელიც დონადონის მაგონებს“ - დი ნატალემ კვარაზე ისაუბრა