მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„მისით არავინ ინტერესდება და ყურადღების მიქცევა სურს“ - იანი დვალიშვილზე

მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლამდე ორი დღე რჩება. გუშინ, ქართველმა და რუსმა სპორტსმენებმა შეხვედრამდე ბოლო პრესკონფერენცია გამართეს და მზადების პროცესი შეაჯამეს.

„კრისტალსპორტზე“ უკვე გაეცანით მერაბ დვალიშვილის ინტერვიუს, რომელიც ამბობდა, რომ მისთვის, ეს ბრძოლა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალო ჩხუბი და მან ხაზი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობას გაუსვა. დვალიშვილმა პიოტრ იანის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ძლიერი მებრძოლია, მაგრამ კარგი ადამიანი არ არის.

პრესკონფერენცია „მანქანას“ მეტოქემაც გამართა, რომელმაც მოახლოებულ ორთაბრძოლაზე და მერაბის შესახებ ასეთი რამ თქვა:

ვფიქრობ, რომ მას ყურადღების მიპყრობა სურს და სხვა გზა აღარ აქვს. ამას თავისი ბრძოლებით ვერ აკეთებს. ჩხუბის დროს მას მხოლოდ ფეხის ძაღლივით აღება და მოწინააღმდეგის გალიამდე მიყვანა შეუძლია. ის უბრალოდ მეტი ყურადღების მიპყრობას ცდილობს, იმიტომ რომ მისით არავინ ინტერესდება.

ორი დღის წინ, სასტუმროდან გამოვდიოდი და PI-ში ვარჯიშზე მიდვიოდი. მოვიდა და The Schmo-სთან ერთობლივ ინტერვიუს ითხოვდა, ბრძოლისადმი ინტერესეის ამაღლება უნდოდა. როგორც აღვნიშნე, მისით არავინ დაინტერესდა... არ მაინტერესებს მისდამი პრომოუტინგი. ის ცდილობს დააჯეროს საკუთარი თავი, რომ შეუძლია ფავორიტობა, მაგრამ არასდროს გამოსდის. კამერების მიღმა სხვანაირად იქცევა, კამერის წინ კი მისი მოქმედება კი განსხვავებულია. როდესაც კამერები არ უღებს, ბევრს არ ლაპარაკობს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს 12 მარტს, UFC Fight Night 221-ზე დაუპირისპირდებიან. ორთაბრძოლა საქართველოს დროით დილის 05:00 საათიდან უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბმა იცის, ეს ჩხუბი რამდენს ნიშნავს | UFC-ის სტატია ქართველ მანქანაზე
მერაბმა იცის, ეს ჩხუბი რამდენს ნიშნავს | UFC-ის სტატია ქართველ მანქანაზე