ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ჩელსიზე უკეთესი შედეგი აქვთ - Tuttosport-ი კვარა-ოსიმენის დუეტზე წერს

„ოსიმენი და კვარაცხელია ჩელსიზე უკეთესები არიან“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ცნობილი იტალიური გამოცემა, Tuttosport-ი და „ნაპოლის“ მრისხანე დუეტზე გვესაუბრება. ავტორი ყურადღებას მიმდინარე სეზონზე ამახვილებს და კვარა-ოსიმენის ტანდემს „არისტოკრატების“ მთლიან გუნდს ადარებს.

Tuttosport-ი სტატისტიკას იშველიებს და აცხადებს, რომ სერია A-ს 2022-23 წლების გათამაშებაში, კვარაცხელიასა და ოსიმენის ანგარიშზე 29 გოლია. მაშინ, როცა „ჩელსიმ“ პრემიერ ლიგაში მხოლოდ 24 ბურთი გაიტანა. ოსიმ თავი 19-ჯერ გამოიჩინა, ხოლო „კვარამ“ – 10-ჯერ.

„ოსიმენი და კვარაცხელია იდეალურ დუეტს ქმნიან და მათ ერთმანეთის შესანიშნავად ესმით. ნაპოლის ლიდერებმა ლაციოსთან განცდილი მარცხის გამო შური ატალანტასთან უნდა იძიონ. პარტენოპეიმ არწივებთან გოლი ვერ გაიტანეს და ეს საშინაო არენაზე დიდი ხანია არ მომხდარა“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „ნაპოლის“ 65 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეი“ მეორეადგილოსან „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს და ნეაპოლელთა მომდევნო გაჩერება „ატალანტაა“, რომელსაც 11 მარტს, საშინაო კედლებში შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჭკვიანი კალათბურთელია“ - ორლანდოს თავკაცი და ერთ-ერთი ლიდერი გოგაზე
„ჭკვიანი კალათბურთელია“ - ორლანდოს თავკაცი და ერთ-ერთი ლიდერი გოგაზე