თემურ ქეცბაია, ევრო 2024, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, კვიპროსის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ერთადერთი მეტოქე, ვისთან მოხვედრაც არ მსურდა საქართველო იყო“ - ქეცბაია

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, რომელიც ამჟამად კვიპროსის ნაკრებს წვრთნის, ადგილობრივ ტელევიზია Sigma-ს ეთერში განაცხადა, რომ ევრო 2024 შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეობა არ სურდა.

რას ამბობს ქეცბაია:

საქართველო იყო ერთადერთი ნაკრები, რომელთანაც ერთ ჯგუფში მოხვედრა არ მსურდა. 30 წელზე მეტია კვიპროსში ვცხოვრობ, მაგრამ საქართველო ჩემი ქვეყანაა... იქ გავიზარდე, ვთამაშობდი და მთავარი მწვრთნელი ვიყავი. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ჩემი ქვეყანა იქნება.

კვიპროსის ნაკრების დამრიგებელმა თავისი ამჟამინდელი გუნდის შესახებაც ისაუბრა:

„ვცდილობთ, ისეთი ნაკრები ავაშენოთ, რომელიც ყველასთვის რთული მეტოქე იქნება. ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ და ისრაელის ნაკრები დავამარცხეთ, არ დაგავიწყდეთ საბერძნეთთან გამარჯვებაც... ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე რთული მატჩები გველის, მაგრამ კვიპროსმა ერთა ლიგაზეც თითქმის მსგავსი გუნდების წინააღმდეგ ითამაშა, რამაც დამატებითი გამოცდილება შეგვძინა. წინ რთული გზა გველის და სასურველი შედეგების მისაღწევად ბევრი უნდა ვიშრომოთ“, - განაცხადა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებები ერთმანეთის წინააღმდეგ ორ შეხვედრას გამართავენ. ჩვენს გუნდს პირველი შეხვედრა სტუმრად, 17 ივნისს ელის. მეორე მატჩი კი 15 ოქტომბერს, საქართველოში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA THE BEST - ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა
FIFA THE BEST - ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა