პსჟ, კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

გალტიე: „ნეიმარი დიდი დანაკლისია, მაგრამ ბაიერნი წნეხში უნდა მოვაქციოთ“

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მიუნხენის „ბაიერნი“ პსჟ-ს უმასპინძლებს. მატჩისწინა დღეს პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ მედიასთან ისაუბრა.

„მოვისმინე და წავიკითხე განსხვავებული აზრები ნეიმართან დაკავშირებით. ბედნიერი არ ვარ, ის მძიმედაა დაშავებული. მენდეთ, გუნდისთვის დანაკლისია. ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელმაც ამ სეზონში 17 გოლი შეაგდო და 11 საგოლე პასი შეასრულა.

ნეიმარი ის ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის აჩვენებს პროფესიონალიზმს. მას მუნდიალის შემდეგ რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ისევ ვიტყვი: 17 გოლი და 11 საგოლე პასი.

საპასუხო მატჩში გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ. მეტოქე უფრო დიდი წნეხის ქვეშ უნდა მოვაქციოთ და თუ შესაძლებელი იქნება, სწრაფი გოლი გავიტანოთ“.

შეგახსენებთ, პსჟ შინ „ბაიერნთან“ 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი 53-ე წუთზე კინგსლი კომანმა გაიტანა. საპასუხო მატჩი 9 მარტს გაიმართება, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიულერი: „თუ ჩვენი გეგმა იმუშავებს, კილიანი მხიარული ვერ იქნება“
მიულერი: „თუ ჩვენი გეგმა იმუშავებს, კილიანი მხიარული ვერ იქნება“