ფიბამ ნაკრებების რეიტინგი განაახლა - ესპანეთი ისევ პირველია
Aa
Aa

ფიბამ ნაკრებების რეიტინგი განაახლა - ესპანეთი ისევ პირველია

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპების დასრულების შემდეგ, ფიბამ ეროვნული ნაკრებების რეიტინგი განაახლა. პირველ ადგილზე კვლავინდებურად ესპანეთი იმყოფება, რომელსაც 758.3 ქულა აქვს. „ფურია როხას“ აშშ-ს ნაკრები მოჰყვება, რომლის ანგარიშზეც 757.2 ქულა გახლავთ, მესამე კი ავსტრალიაა - 740.2

საქართველოს ნაკრებს ცვლილებები არ შეხებია. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვების მიუხედავად, ილიას ზუროსის გუნდი ისევ 32-ე ადგილს იკავებს და 352.7 ქულა აქვს. ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპაში მე-18 პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ შეიცვალა ჩვენი უშუალო მდევარი, რომელიც ისრაელის ნაცვლად, იორდანია გახდა - 342.4 ქულა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 29 აპრილს გაიმართება და საქართველოს მეტოქეების ვინაობა გაირკვევა. ასევე, ცნობილი გახდება, ჩვენი ეროვნული ნაკრები რომელ ქვეყანაში იასპარეზებს. როგორც იცით, მუნდიალი ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედის პირველი სამიზნე ოსიმენი იქნება
ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედის პირველი სამიზნე ოსიმენი იქნება