ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, რაფაელე ამეტრანო
Aa
Aa

„შეხედეთ კვარას და ოსიმენს, ბედნიერები აღარ არიან“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და „ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, რაფაელე ამეტრანომ იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს ნეაპოლური გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი არსებული მდგომარეობით ბედნიერი არ არის.

რას ამბობს ამეტრანო:

ვფიქრობ, ყოველთვის უკეთესი იქნება, რომ გუნდმა საერთაშორისო ტურნირზე მიიღოს მონაწილეობა, თუნდაც ეს კონფერენს ლიგის, ან უფრო დაბალი დონის გათამაშება იყოს. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გუნდი უფრო მეტი კონკურენცია იქნება. გექნება შესაძლებლობა, რომ ფეხბურთელები მონაცვლეობით ათამაშო სერია A-სა და კონფერენს ლიგაზე. ეს არ არის ისეთი ტურნირი, რომელსაც ყველა მოთამაშე, ან გულშემატკივარი ისურვებდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ევროტურნირზე თამაში სასიკეთო იქნება.

გარედან ჩანს, რომ ფეხბურთელები მხიარულები აღარ არიან. თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ იღებენ და გუნდურობა დაკარგეს. ვხედავ უბედურ ფეხბურთელებს, მაგალითად კვარაცხელიას და ოსიმენს. მათ ის ბოროტება დაკარგეს, რომელსაც მეტოქის მიმართ გასულ სეზონში ავლენდნენ.

როგორც ჩანს, ჩემპიონატის ენთუზიაზმიც დაიკარგა სეზონის დასრულებას ყველა მოუთმენლად ელის. ვხედავ დემოტივირებულ გუნდს, ეს მწვრთნელს კარგად უნდა ესმოდეს და სასწრაფოდ უნდა სცადოს სიტუაციის შეცვლა, რადგან ყველაფერი დაკარგული ჯერ კიდევ არ არის. მიკერძოებული არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ წელს, ფაბიო კანავარო „ნაპოლის“ მწვრთნელობის შანსს იმსახურებდა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დაბრუნდა „რომაში“ დანიელე დე როსი.

33 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 49 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება. გუნდი ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის, თუმცა, კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „ლაციოს“ 3 ქულით ჩამორჩება. „პარტენოპეი“ გასულ ტურში „ემპოლისთან“ სტუმრად 1:0 დამარცხდა, მომდევნო შეხვედრას კი 28 აპრილს, საკუთარ მოედანზე „რომას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აიაქსს მისი დაბრუნება აღარ სურს“ - ნიდერლანდური მედია მიქაუტაძეზე
„აიაქსს მისი დაბრუნება აღარ სურს“ - ნიდერლანდური მედია მიქაუტაძეზე