ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„ოქროს ბურთის მოგება შეუძლია, მაგრამ...“ - ნაპოლის ექს-ფეხბურთელი კვარაზე

ტურინის „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მასიმო მაურიმ რადიო Kiss Kiss-თან ინტერვიუში „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

ვეტერანმა ნახევარმცველმა თავდაპირველად დე ლაურენტისის ამბიციებზე გაამახვილა ყურადღება, შემდეგ კი განაცხადა, რომ ხვიჩას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია.

რას ამბობს მაურო:

დე ლაურენტისი მართალია, როდესაც ამბიციურობას იჩენს. კლუბი მიზნად ისახავს როგორც სერია A-ში ჩემპიონობას, ისე ჩემპიონთა ლიგის მოგებას, ამისთვის კი „ნაპოლის“ პირველი ნომერი ყველაფერს აკეთებს. მან გვაჩვენა, რომ თავის საქმეში თავხედია და ციფრებიც მის მხარეზეა. რომ დაფიქრდეთ, დიდი ალბათობით წელს ისინი სკუდეტოს მოიგებენ, „ბარი“ კი სერია A-ში დაწინაურდება... გესმით ეს რას ნიშნავს?

ვიმეორებ, რომ დე ლაურენტისი თავისი საქმით უკვე გამარჯვებულია. ეს წელი ნამდვილად მისი იქნება. მას სწორი ამბიცია აქვს და მიზნად მხოლოდ მაქსიმუმს ისახავს.

რაც შეეხება კვარაცხელიას, მას აქვს ოქროს ბურთის მოგების პოტენციალი, მაგრამ აღნიშნული როლი მას არ დაეხმარება. ეს დამოკიდებული იქნება გოლებზე, ასევე თასისკენ მიმავალ გზაზე ის ერთპიროვნული ლიდერი უნდა იყოს... ვნახოთ. მნიშვნელოვანია, რომ ასაკი მის მხარეზეა. ის შესანიშნავი ბიჭია, რომელსაც კიდევ შეუძლია აფეთქება, რომლითაც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 მარტს, საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი: „ფიფამ მილიარდები მოიპარა, ლაციო პასიურად გვეთამაშა“
დე ლაურენტისი: „ფიფამ მილიარდები მოიპარა, ლაციო პასიურად გვეთამაშა“