თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ვირტუსმა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ მოიგო - შენგელია საუკეთესო იყო

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში „ვირტუსმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. ბოლონიის გუნდმა საკუთარ დარბაზში „რეჯინა“ 10-ქულიანი სხვაობით, 83-73 დაამარცხა. მასპინძლებს შორის კი საუკეთესო მათი ქართველი ლეგიონერი თორნიკე შენგელია იყო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 25 წუთი ითამაშა და მატჩი 15 ქულით, 4 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით დაამთავრა. მან ოთხიდან სამი ორქულიანი, ორიდან ერთი სამიანი და შვიდიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო. ოთხი შემთხვევიდან ოთხივეში ბურთი დაცვაში თამაშისას მოხსნა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, მეტოქის შეტევა ორჯერ ჩაჭრა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ოცდარვა ტურის შემდეგ „ვირტუსი“ სატურნირო ცხრილს 20 მოგებითა და 8 წაგებით ლიდერობს. სერია A-ს რეგულარული პირველობის დასრულებამდე ბოლონიის კლუბი კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს. 28 აპრილს შენგელია და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ტორტონას“ შეხვდებიან, 5 მაისს კი საკუთარ დარბაზში „ტრენტოს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოცდაცამეტიდან თორმეტში საუკეთესო იყო - შენგელიას სტატისტიკა წლევანდელ ევროლიგაზე
ოცდაცამეტიდან თორმეტში საუკეთესო იყო - შენგელიას სტატისტიკა წლევანდელ ევროლიგაზე