მატჩისას მინდორზე დაეცა - ექიმებმა 21 წლის ფეხბურთელი ვერ გადაარჩინეს
Aa
Aa

მატჩისას მინდორზე დაეცა - ექიმებმა 21 წლის ფეხბურთელი ვერ გადაარჩინეს

კოტ-დ'ივუარში საფეხბურთო ტრაგედია დატრიალდა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, რომელიც მოგვიანებით, კლუბმაც დაადასტურა, 21 წლის ფეხბურთელი, მუსტაფა სილა მატჩისას მოედანზე დაეცა და გარდაიცვალა.

სილა შეუძლოთ „სოლასთან“ მიმდინარე შეხვედრისას შეიქმნა და ჯერჯერობით უცნობია, ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი რა გახდა. მისი კლუბის, „აბიჯანის“ ოფიციალური განცხადების მიხედვით, იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„ჩვენი მცველი, მუსტაფა სილა გარდაიცვალა. კლუბის მენეჯმენტი მის ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს თანაგრძნობას უცხადებს. მშვიდად განისვენე, მუსტაფა. მშვიდად განისვენე, ლომო“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

სოციალურ ქსელებში მომხდარი ტრაგედიის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა და კოტ-დ’ივუარულ კლუბს მხარდაჭერა ფეხბურთის ბევრმა გულშემატკივარმა გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბს 50 000 დოლარი ჯერ არ მიუღია - რუს მებრძოლებს უცნაური მიზეზი აქვთ
მერაბს 50 000 დოლარი ჯერ არ მიუღია - რუს მებრძოლებს უცნაური მიზეზი აქვთ