კილიან მბაპე, ლიონელ მესი, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

“შესანიშნავია, რომ ერთ გუნდში ვთამაშობთ“ - მესიმ მბაპეზე და მუნდიალზე ისაუბრა

„პარი სენ ჟერმენში“ ლეო მესი და კილიან მბაპე თანაგუნდელები არიან. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კი მათი ქვეყნები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა უკანასკნელ ინტერვიუში ამ საკითხზე ისაუბრა.

მესი:

„მბაპეს წინააღმდეგ თამაში მართლაც შთამბეჭდავი იყო. ზოგადად, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე განვიცადე შესანიშნავი იყო, მაგრამ ასახსნელად რთული. მე დიდი ხნის ოცნება ამისრულდა. გულწრფელად ველოდით, რომ ეს გიჟური იქნებოდა და ეს ყველაფერი რეალობად იქცა.

ეს იყო მომენტი, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩვენთან დარჩება. გაგვიმართლა, რომ ეს ისტორია დავწერეთ. ფინალში უამრავი ემოცია გამოვცადე. მბაპეს თამაში კი დაუვიწყარი იყო. მან 3 გოლი გაიტანა. როდესაც 3 გოლი გაგაქვს და ჩემპიონი ვერ ხდები წარმოუდგენელია. მიუხედავად ამისა, მან მუნდიალი უკვე მოიგო და იცის რა გრძნობაც არის.

ზოგადად, ფინალი საფეხბურთო სამყაროსთვის ძალიან ლამაზი გამოვიდა. ახლა კი შესანიშნავია ის ფაქტი, რომ მე და კილიანი ერთ გუნდში ვთამაშობთ. იმედი მაქვს პსჟ-ში ერთად დიდებულ რაღაცებს გავაკეთებთ.“

შეგახსენებთ, რომ კატარში გამართული მუნდიალის ფინალში არგენტინა საფრანგეთს დაუპირისპირდა. 120 წუთი ფრედ 3:3 დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა. ლეო მესიმ დუბლი შეასრულა, ხოლო კილიან მბაპემ ჰეთ-თრიკი. პენალტების სერიაში კი თავი ორივე ფეხბურთელმა გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები