ოფიციალურად: ნეიმარისთვის სეზონი დასრულდა
პსჟ-ის ბრაზილიელი შემტევი, ნეიმარი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის შემტევი ტერფის ტრავმის გამო სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.
პსჟ-ის სამედიცინო პერსონალმა, შესაბამის ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ნეიმარს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდებენ, რათა დამატებითი გართულებები თავიდან იყოს აცილებული.
ასევე ცნობილია, რომ ფეხბურთელს ოპერაცია უახლოეს დღეებში კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაუტარდება. ნეიმარი მოედანს 3-4 თვეში დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 20 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.