ემილიანო მარტინესი
Aa
Aa

მარტინესი: ახლა ბავშვების ნახევარს უნდა მესი იყოს, მეორე ნახევარს კი მეკარეობა სურს

ემილიანო მარტინესმა მსოფლიო ჩემპიონატი და მისგან მიღებული ემოციები გაიხსენა. არგენტინელმა მესისთან ფინალის ბოლოს დიალოგზე ისაუბრა.

„ცხოვრებაში პირველად დავეცი მიწაზე. გონზე ვიყავი და ამავდროულად ვღელავდი. სირბილის ძალა არ მქონდა, მაგრამ ამის გაკეთება მინდოდა და მონტიელის ხელში აყვანა მინდოდა. როცა მივხვდი, რომ მიწაზე ვიწექი, თავზე ხელები მოვუჭირე და არ ვიცოდი რა მექნა.

ჯერ მესის მადლობა გადავუხადე, რომ მსოფლიო ჩემპიონი გამხადა. ის არის ბიჭი, რომელიც საკუთარ თავზე დიდ ზეწოლას ახდენს. ხალხმა არ იცის, თუ რამდენად უყვარს მას ეროვნული ნაკრები და რას ნიშნავს გუნდისთვის. ის ყველა ადამიანს თანაბრად ექცევა. სწორედ მაშინ ხვდები, როგორი ადამიანია ის“,

- განაცხადა მარტინესმა.

„ემიმ“ საუბარი განაგრძო და ახსნა, თუ რას ნიშნავს მისთვის მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი:

„ცას შევეხე, როგორც მამაჩემი იტყოდა. ახლა ბავშვების ნახევარს უნდა მესი იყოს, ნახევარს კი მეკარეობა სურს. ცხადია, ეს ჩემს კარიერაში სიამაყის მომენტია.

მე ყოველთვის ვამბობ, რომ მეზიზღება ინდივიდუალური ჯილდოები და ახლა, როცა საუკეთესო მეკარის ჯილდო მივიღე, ეს არ მაკმაყოფილებს. უბრალოდ სასიამოვნოა პატარა ბავშვების დანახვა, რომლებიც ცდილობენ გახდნენ მეკარეები, რადგან მათ უყვართ ის, რაც ნახეს მსოფლიო ჩემპიონატზე, გესმით ეს რას ნიშნავს?

ასე რომ, რაც არ უნდა მოხდეს ჩემი კარიერის განმავლობაში, ამიერიდან მუდამ მადლობელი ვიქნები იმ შანსისთვის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მივიღე“,

- თქვა მარტინესმა BT Sport-ის Football People პოდკასტზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სენსაცია, რომელსაც არავინ ელოდა - Sport-ის მაგარი სტატია ხვიჩაზე
სენსაცია, რომელსაც არავინ ელოდა - Sport-ის მაგარი სტატია ხვიჩაზე