კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: The Best-ზე არგენტინელების გამარჯვება ლოგიკური იყო

კარლო ანჩელოტიმ FIFA-ს The Best-ის დაჯილდოების შედეგებზე კომენტარი გააკეთა.

FIFA-ს მიხედვით გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მეკარისა და მწვრთნელის პრიზები არგენტინელებმა - ლიონელ მესიმ, ემილიანო მარტინესმა და ლიონელ სკალონიმ მიიღეს.

„ჩვენთვის ეს არც ისე მნიშვნელოვანია. არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი დამსახურებულად მოიგო. ნორმალურია, რომ მესიმ, ემილიანომ და სკალონიმ ეს ჯილდოები მიიღეს.

ჩემი ყურადღება ამ ფაქტს არ მიუქცევია, ნორმალურია, რომ ეს ფეხბურთელები სამეულში შევიდნენ. მე სამეულს ვერ ავირჩევ, რადგან ინტერესთა კონფლიქტი მაქვს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი რეალიდან იქნებიან",

- ამბობს ანჩელოტი.

FIFA-ს დაჯილდოების შესახებ ტონი კროოსმაც ისაუბრა.

„ასეთ წელს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, ეს ტურნირი ჯილდოების მხრივ ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მსოფლიო ჩემპიონატზე მესიმ გამორჩეულად ითამაშა. ასე, რომ, მისი გამარჯვება გასაკვირი არ ყოფილა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნობი ისტორია - დღე, როდესაც ოსიმენი კინაღამ დაბრმავდა
უცნობი ისტორია - დღე, როდესაც ოსიმენი კინაღამ დაბრმავდა