თორნიკე შენგელია, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

შენგელია: „ამაყი ვარ ჩემი გუნდით, ძმებით, საკალათბურთო ოჯახით“

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი დასკვნითი მატჩი თბილისში ისლანდიის წინააღმდეგ გამართა და 77:80 დამარცხდა, თუმცა სხვაობა მისაღები იყო და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ჩვენ დაგვრჩა. ისლანდიაში მატჩი 88:85 მოვიგეთ, ამიტომ ისლანდიელებს ამ შეხვედრაში 4-ქულიანი ფორით გამარჯვება სჭირდებოდათ (თუ, 88 ქულამდე ასვლას ვერ შეძლებდნენ).

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 

„26 თებერვალი! ჩვენ ისტორია დავწერეთ! პირველად, საქართველოს ისტორიაში, კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საუკეთესოთა შორის იასპარეზებს! ეს უდიდესი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ჩვენ ერთ დღე-ღამეში არ მიგვიღწევია, ამას საფუძველი დიდი ხნის წინ ჩაეყარა, რისთვისაც გუნდის სახელით უდიდესი პატივისცემა და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც მცირედი წვლილიც კი მიუძღვის ქართული კალათბურთის განვითარებაში, ვისი სახელი და გვარი ერთხელ მაინც გაჟღერებულა ჩვენს ეროვნულ ნაკრებში, ყველას დიდი მადლობა!!! დღეს ჩვენ ამ წარმატებას ერთად ვზეიმობთ.

მე ამაყი ვარ სამწრთვნელო შტაბით, ექიმებით და სტაფით, რომლებიც 24/7 გაუჩერებლად მუშაობდნენ, რათა ხელი შეეწყოთ თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ამ უდიდეს გამოწვევას საუკეთესო ფორმაში შევხვედროდით!

მე ამაყი ვარ ჩემი გუნდით, ძმებით, საკალათბურთო ოჯახით! მათი გვერდში დგომა მაიმედებს, რომ ყველანაირ გამოწვევას თავაწეულები შევხვდებით და უკან არაფერზე დავიხევთ!! ეს არის ჩვენი დამახასიათებელი თვისება და ამას ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს!

მინდა ვუთხრა მომავალ თაობას, რომ დღეს ჩვენ თამასა ძალიან მაღლა ავწიეთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ მოტივაცია უნდა იყოს თქვენთვის. გახსოვდეთ, ყველაფერი რასაც აკეთებთ საკუთარი თავის განვითარებისთვის, სრულყოფილებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა ამას ჩვენს ქვეყანას მოახმართ, მერწმუნეთ, ამას პირადი გამოცდილებით ვამბობ. ამას კი მთელი გუნდის სახელით ვიტყვი…

უდიდესი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს!!! დღესაც როგორც ყოველთვის, სასწაული ატმოსფერო იყო დარბაზში და ამ მიზნის მიღწევაში დიდი წვლილი თქვენ მიგიძღვით.. თქვენ ხართ ის ძალა და ენერგია რომელიც ყველაზე რთულ მომენტებში გვეხმარება, რომ ვიბრძოლოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ!

და რაღა თქმა უნდა მადლობა ღმერთს!

იმისთვის, რომ ვართ და ვიქნებით “ის ბიჭები, რომლებმაც ისტორია დაწერეს“.

თქვენი კაპიტანი“.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველომ ისტორია დაწერა“ - FIBA ზუროსის გუნდის დიდ წარმატებაზე
„საქართველომ ისტორია დაწერა“ - FIBA ზუროსის გუნდის დიდ წარმატებაზე