ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

გუარდიოლა: ჰოლანდი ბურთს ნაკლებად ეხება? ეს ჩემი ბრალია

ერლინგ ჰოლანდს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის შემდეგ, ექსპერტები და ქომაგები იმ კუთხით აკრიტიკებენ, რომ ნორვეგიელი ბურთს ნაკლებად იღებ ს და კომბინაციურ ფეხბურთში საკმაოდ სუსტად გამოიყურება.

ამ თემასთან დაკავშირებით პეპ გუარდიოლამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰოლანდის ასეთი თამაში არა მისი, არამედ მათი ბრალია.

„ეს ჩემი ბრალია. ერლინგი მთელი სეზონია კარგია. მე არ მჭირდება რიცხვები და ინდიკატორები, როცა უკვე ყველაფერი ზუსტად ვიცი.

რა თქმა უნდა, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ მოედანზე მატჩის მსვლელობისას ჰოლანდი ცოტა უფრო ხშირად უნდა მოვძებნოთ, ეს გვჭირდება.

თუ, ჰოლანდი ამისთვის ნაწყენია, პრობლემა არ არის, ხანდახან მეც ვნერვიულობ ხოლმე. დარწმუნებული ვარ, თქვენც გიწევთ ნერვიულობა, ცხოვრება ასეთია. ბედნიერება გადაჭარბებულია!

- განაცხადა გუარდიოლამ.

ნორვეგიელმა ფორვარდმა „სიტიში" გადასვლის შემდეგ, უკვე 32 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 32 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფატიმ ეს უკვე მეორედ გააკეთა“ - ლევანდოვსკი გასახდელში გუნდელებს ესაუბრა
„ფატიმ ეს უკვე მეორედ გააკეთა“ - ლევანდოვსკი გასახდელში გუნდელებს ესაუბრა