მანჩესტერი 2:1 ბარსელონა - მატჩის შემდეგ
ევროპა ლიგის ცენტრალური მატჩი „მანჩესტერსა“ და „ბარსელონას“ შორის, ორი შეხვედრის ჯამში ინგლისელებმა 4:3 მოიგეს.
მატჩის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელებმა თავიანთი გუნდებისა და მეტოქის თამაში შეაფასეს:
ჩავი ერნანდესი:
„პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ მეტოქემ ერთბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. მათ მეორე ტაიმში ზეწოლა გააძლიერეს, ინტენსივობა გაზარდეს. პირველ ტაიმში სიტუაციას ვაკონტროლებდით, მაგრამ მეტოქე კარგ ფორმაშია. ჩვენთვის ეს მარცხი მძიმე დარტყმა იყო.
მეტოქე ფიზიკურად ძალიან კარგად იყო მომზადებული. პირველმა გაშვებულმა გოლმა დიდი დარტყმა მოგვაყენა. ყველაფერს დეტალები წყვეტს. ალბათ ცოტათი მეტი დავიმსახურეთ.
მომენტები გვქონდა, მაგრამ სრულად თამაშს ვერ ვაკონტროლებდით. საკუთარ თავთან თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. ახლა დროა ლა ლიგასა და სამეფო თასზე გადავერთოთ“.
ერიკ ტენ ჰაგი:
„პირველი ტაიმი თანასწორი იყო. შანსები გვქონდა, მაგრამ გოლი გავუშვით. ვიცი, რომ თუ ანტონისა და გარნაჩოს გამოვიყვან, სისწრაფეს მოვუმატებთ. მათ არავის წინააღმდეგ თამაშის არ ეშინიათ.
ეს იყო ბრწყინვალე გამარჯვება. როცა შეგიძლია დაამარცხო ბარსელონა, რომელიც რეალს რვა ქულით უსწრებს. ბრწყინვალე მატჩი მოვიგეთ და ეს გვაძლევს რწმენას, რომ დიდი თამაშები მოვიგოთ.
ანტონი მამაცი მოთამაშეა, ის სულ იბრძვის. ფრედმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მან ორივე მატჩში სერიოზული სამუშაოს გასწია. მას ფრენკი დე იონგის შეჩერება ევალებოდა. მას ფრენკის წინააღმდეგ კოღოსავით უნდა ემოქმედა - მთელი მატჩი მასზე უნდა ეთამაშა.
ჩვენ ამ გუნდში დიდებული პიროვნებები გვყავს“.