მარკო როზე
Aa
Aa

მარკო როზე: მეტოქემ ისე ითამაშა როგორც წარმოგვედგინა

„ლაიპციგის“ მთავარმა მწვრთნელმა მარკო როზემ, „მანჩესტერ სიტისთან“ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

„ორი განსხვავებული ტაიმი ვნახეთ. პირველ ნახევარში არაფერი გამოგვდიოდა, უბრალოდ ბურთს დავსდევდით. როცა მას ვფლობდით, ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით. მეტოქემ ისე ითამაშა როგორც წარმოგვედგინა.

უკეთესი ბურთის ფლობის შემთხვევაში შეგვეძლო კონტრპრესინგით შეგვეტია. შესვენებამდე ჩემპიონთა ლიგის დონეზე არ გვითამაშია.

რა თქმა უნდა, ჰენრიხსმა თამაშში ცვლილებები შეიტანა. ჩვენ პირველ ტაიმში კლოსტერმანი ვათამაშეთ, პირველ რიგში მისი დაცვითი თვისებების გამო, ვიცოდით რომ ერთი-ერთზე ბევრი მომენტი იქნებოდა.

როცა ბიჭები მეუბნებიან, რომ ისინი მაღალი პრესინგის თამაშისას განსხვავებულები არიან, ეს სიმართლეა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, თუ რას აკეთებ შენ, როცა ბურთს ფლობ“.

- განაცხადა როზემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნადალი: ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ წელს გამარჯვებას მესი იმსახურებს
ნადალი: ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ წელს გამარჯვებას მესი იმსახურებს