ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩას მსურველთა სიას არსენალიც შეემატა

ხვიჩა კვარაცხელიას ყოველი მატჩის შემდეგ, სულ უფრო მეტი მსურველი ემატება. ქართველის მიმართ ინტერესს განსაკუთრებით ინგლისის პრემიერ ლიგიდან იჩენენ.

ამჯერად, „აინტრახტთან“ მატჩის შემდეგ, ბრიტანულმა hitc-მა დაწერა, რომ „კვარას“ მიმართ ინტერესს ლონდონის „არსენალი“ იჩენს და მის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

ხვიჩა და ოსიმენი „ნაპოლის“ ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელები არიან და ზაფხულში მათ მიმართ დიდი ინტერესი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელები მათ დათმობას არ აპირებენ, კლუბის პრეზიდენტი აურელიანო დე ლაურენტისი მაინც არაფერს გამორიცხავს:

„არიან თუ არა კვარაცხელია და ოსიმენი ხელშეუხებელი ფეხბურთელები? კონტრაქტების დადება კარგად გამომდის და როცა ისინი ნაპოლიში გადმოვიდნენ, სხვა კლუბები დავბლოკეთ. ასე რომ, მათი შენარჩუნება რთული არ იქნება, მაგრამ არასდროს თქვა არასდროს, რადგან ზოგჯერ ვიღებთ შეთავაზებებს, რომლებზეც უარს უბრალოდ ვერ იტყვი“.

ბრიტანული Daily Mail-ი წერს, რომ „არსენალთან“ ერთად კვარაცხელიას „მანჩესტერ სიტიც“ აკვირდება. Calciomercato კი აღნიშნავს, რომ „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემს“ ქართველი გარემარბი ძალიან მოსწონთ. The Times ასევე იტყობინება, რომ ხვიჩა „ნიუკასლის“ სკაუტების აღფრთოვანებას იწვევს.

90min-ი წერს, რომ კვარაცხელიას მიმართ მადრიდის „რეალი“ და პსჟ არიან დაინტერესებულნი.

ნებისმიერ შემთხვევაში, საკმაოდ ცნობილი ევროპული გამოცემები ერთხმად აღნიშნავენ, რომ კვარაცხელიას მიმართ ინტრესი არსებობს და კლუბები უკვე ამ საკითხზე გარკვეულ ნაბიჯებსაც დგამენ. საბოლოოდ, „ნაპოლის“ ყურადღების მისაქცევად გრანდებს რაიმე განსაკუთრებული წინადადების მომზადება მოუწევთ, რადგან დე ლაურენტისი „კვარადონას“ ასე მარტივად არ დათმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნამდვილი ლიდერივით მოიქცა - ოსიმენის მაგარი ჟესტი კვარას პენალტის შემდეგ
ნამდვილი ლიდერივით მოიქცა - ოსიმენის მაგარი ჟესტი კვარას პენალტის შემდეგ