ჯეიმი კარაგერი, ტიერი ანრი
Aa
Aa

„ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას“ - ანრიმ და კარაგერმა კვარაზე ისაუბრეს

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ნაპოლიმ“ სტუმრად „აინტრახტს“ 0:2 მოუგო.

შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, CBS Sports-ის ეთერში, ტიერი ანრიმ, ჯეიმი კარაგერმა და მაიკა რიჩარდსმა „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრეს და განსაკუთრებულად კვარაცხელიას თამაში გამოარჩიეს.

ჯეიმი კარაგერი:

თავდაპირველად, ოსიმენზე ვიტყვი, რომ ის საოცარი ფორვარდია, რომელიც ყველა ეპიზოდში ბოლომდე იბრძვის. მის გვერდით კი თამაშობს ბიჭი, რომელმაც მას ბევრი ასისტი გაუკეთა. კვარაცხელია. მაიკა, ვიცი, რომ მისი ფანი ხარ.

მაიკა რიჩარდსი:

დიახ, დიდი ფანი ვარ. კვარაცხელია. დიახ, ის სახიფათო ბიჭია. ჩვენ ვსაუბრობთ გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ბიჭზე, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს. ყველამ იცის, ის საქართველოდან, მხოლოდ 15 მილიონ დოლარად მოვიდა. ძალიან მომწონს მასსა და ოსიმენს შორის შემდგარი ქიმია. ბრილიანტია. როდესაც მარცხენა ფლანგზე იღებს ბურთს, ოსიმენმა ყოველთვის იცის სად უნდა იყოს. ასე იყო „რომასთან“.

ბოლოს, „სასუოლოსთან“ მის თამაშს ვუყურე. გოლის ეპიზოდში, ცენტრში ბურთი მიიღო და ბრწყინვალე სოლო რეიდი შემოგვთავაზა. როდესაც თამაშობს, ის თავის მოწინააღმდეგესთან შედარებით ერთი თავით მაღლა დგას. მისი დრიბლინგები, უნარები... ინტელიგენტია. მას ყველაფერი აქვს.

ჯეიმი კარაგერი:

ვფიქრობ, ის ევროპაში ყველაზე აღმაფრთოვანებელი ფეხბურთელია. რასაც ის აკეთებს, ამას იშვიათად ვხედავთ და თან იმ ფასის გათვალისწინებით, რომელიც შენ ახსენე... ახლა კი როდესაც მას ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ყველაფერს მიაღწევს, ითამაშებს მადრიდის „რეალში“. დიახ, მომავალ სეზონში შესაძლოა მადრიდის „რეალის“ მაისურით ვიხილოთ. ვფიქრობ, ის განსაკუთრებული, განსაკუთრებული მოთამაშეა.

ამ განხილვის დასრულების შემდეგ, კვარამ „აინტრახტთან“ 36 წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა მოგვიანებით, პელანტის ეპიზოდი საგოლე გადაცემით გამოისყიდა, როდესაც დი ლორენცოს გაატანინა.

ჩემპიონთა ლიგაზე ქართველ ფეხბურთელს 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და მესისთან ერთად ასისტენტთა ლიდერთა სიას ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ „აინტრახტსა“ და „ნაპოლის“ შორის საპასუხო შეხვედრა 16 მარტს, დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნამდვილი ლიდერივით მოიქცა - ოსიმენის მაგარი ჟესტი კვარას პენალტის შემდეგ
ნამდვილი ლიდერივით მოიქცა - ოსიმენის მაგარი ჟესტი კვარას პენალტის შემდეგ