ჩავი ერნანდესი, ერიკ ტენ ჰაგი, პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

ჩავი: მომწონს რასაც ტენ ჰაგი აკეთებს, ტაქტიკურად ძალიან კარგად მუშაობს

ჩავიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩამდე პრესასთან ისაუბრა და მეტოქის შესახებ დასმული კითხვების შემდეგ, პარალელი პეპ გუარდიოლასთან გაავლო.

„ტენ ჰაგი ძალიან კარგია, მისი მუშაობის სტილი მომწონს. მან ააშენა გუნდი, შეარჩია მაქსიმალურად ყველა ის მოთამაშე, რომელიც მას სჭირდებოდა. ტაქტიკურად ის ძალიან კარგად მუშაობს და გასახდელშიც სიტუაციას წარმატებით მართავს.

ტენ ჰაგი ცდილობს, რომ მისმა მოთამაშეებმა ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინონ. ეს შეგიძლიათ ნახოთ სანჩოს, რაშფორდისა და ბრუნოს შემთხვევაში. და ნახეთ როგორ თამაშობს ფრედიც.

ვფიქრობ, რომ უცხოელმა მწვრთნელებმა პრემიერ ლიგაზე დადებითი გავლენა მოახდინეს. გუარდიოლა რა თქმა უნდა, საუკეთესო მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით ვთამაშობდი, ასევე სხვა მწვრთნელებთანაც და შემიძლია ვთქვა, რომ პეპსა და სხვებს შორის განსხვავება უზარმაზარი უფსკრულია. ის გენიალურია, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით.

ერთხელ მატჩისას ვფიქრობდი: „ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ, რადგან მეტოქე ასე მოქმედებს, ზუსტად ამ მიზეზით...“ - პირველი ტაიმი დასრულდა და გასახდელში ჩავედით, გუარდიოლამ იქ ზუსტად იგივე გვითხრა, რასაც მე ვფიქრობდი“.

- ამბობს ჩავი.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ „ბარსელონას“ მატჩი 23 თებერვალს 23:55 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი ბრუნდება? ლეოს ევროპაში დარჩენა სურს - მისი მიზნები ცნობილია
მესი ბრუნდება? ლეოს ევროპაში დარჩენა სურს - მისი მიზნები ცნობილია