თორნიკე შენგელია
Aa
Aa

“ნამდვილი პატრიოტი“ - MARCA-ს სტატია შენგელიაზე

ესპანური გამოცემა MARCA საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანზე თორნიკე შენგელიაზე ვრცელ სტატიას გვთავაზობს.

რას წერს MARCA?

„ვერავინ დაადანაშაულებს თორნიკე შენგელიას, რომ ევრობასკეტზე საკუთარ ნაკრებს ვერ დაეხმარა. ახლა ის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი ორი მატჩის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს. მოკლე პერიოდში, შენგელიას ორი მატჩი აქვს ეროვნულ ნაკრებში, ხოლო 1 „ვირტუს ბოლონიაში“. ეს ყველაფერი კი 3 სხვადასხვა ქვეყანაში და სულ რაღაც 72 საათში.

მიმდინარე კვირაში თორნიკემ თავის კლუბთან ერთად ივარჯიშა. შემდეგ ის ნიდერლანდებში გაემგზავრა, სადაც საქართველოს შეუერთდა და ხვალ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ერთი დრის შემდეგ შენგელია იტალიაში გაფრინდება და ევროლიგის მატჩში „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში ითამაშებს.

ევროლიგის შემდეგ, კვლავ ეროვნული ნაკრების ჯერია. საქართველო ისლანდიას დაუპირისპირდება. ქართველი კალათბურთელი საკუთარი ქვეყნის და კლუბის ერთგულია, რაც მას იძულებულს ხდის არანორმალურ გრაფიკში იცხოვროს. ის გარკვეულწილად არჩევანის წინაშეც დადგა..

მაგრამ თორნიკემ ყველგან თამაში არჩია. მისი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატთან ერთ ნაბიჯშია და ასეთ დროს ვერ დატოვებს. შენგელიას მხრიდან ეს პატრიოტიზმის პირველი გამოვლინება არ არის. ის მოსკოვის ცსკა-ში თამაშობდა, მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამის გამო კი მან რუსული კლუბი დატოვა და განაცხადა: „რუსული არმიის კლუბში თამაშს ვერ გავაგრძელებ.“

როდესაც შენგელია ცსკა-ში გადავიდა ის საქართველოში გააკრიტიკეს. ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი გადაწყვეტილება არ მოიწონა. ამის სანაცვლოდ, თორნიკემ კონტრაქტში ჩადო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მას ეროვნული ნაკრების გამო კლუბიდან წამოსვლა ყოველთვის შეეძლებოდა.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებს 23 თებერვალს დაუპირისპირდება, ხოლო ისლანდიას 26-ში უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები