გოგა ბითაძე
Aa
Aa

„ხელგაშლილები დამხვდნენ“ - გოგას პირველი კომენტარი ორლანდოში გადასვლის შემდეგ

ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ ახალ გუნდთან, „ორლანდო მეჯიქთან“ ერთად ივარჯიშა. „ოლ სტარის“ უქმეების შემდეგ, ფლორიდელებმა პირველი ვარჯიში გამართეს, რომელშიც მონაწილეობა გოგამაც მიიღო და ადგილობრივ ჟურნალისტებს ინტერვიუც მისცა.

„არ მახსოვს ინდიანამ ჩემი გაშვება რომელ დღეს გადაწყვიტა, მაგრამ ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემით რამდენიმე კლუბი ინტერესდებოდა. არ ვიცოდი, კარიერას სად გავაგრძელებდი და ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მოხარული ვარ, ორლანდოსთან კონტრაქტი რომ გავაფორმე. მეჯიქი ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომლის პერსონალისა და სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წევრს ვიცნობ და ვფიქრობ, ეს ძალიან დამეხმარება.

ორლანდოში ბევრი ნიჭიერი კალათბურთელი ასპარეზობს და ყველა პოზიციაზე შეგვიძლია, მაღალი დონის მოთამაშე ვიპოვოთ. მეჯიქი უფრო ასაკოვან და გამოცდილ გუნდებს სერიოზულ კონკურენციას უწევს და იმედი მაქვს, პლეი ინის ტურნირში მოვხვდებით. როგორი იყო პირველი ვარჯიში? ბიჭები ხელგაშლილები დამხვდნენ და ძალიან გახარებული ვარ. როცა ხედავ, რომ ვიღაცას უნდა, მის გუნდში იყო, ბედნიერი ხდები და სწორედ ეს განწყობა მაქვს. ვიცი, რომ თავდაუზოგავად უნდა ვიმუშაო და სწორედ ამას გავაკეთებ. ახლა, ჩემთვის საჭიროა, თანაგუნდელები და მწვრთნელები უკეთ გავიცნო და კომბინაციები შევისწავლო, ამისთვის კი ვარჯიში უმნიშვნელოვანესია.

აქ ბევრ ადამიანს ვიცნობ და ეს ადგილის დამკვიდრებას გამიმარტივებს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭი ვარ, რომელსაც თავდაუზოგავად მუშაობა და ვარჯიშისთვის დიდი დროის დათმობა უყვარს. შემიძლია, გუნდს ენერგია და სიმტკიცე შევძინო. ვფიქრობ, სამწამიანში დომინანტი ვარ და მისი დაცვაც კარგად გამომდის. ასევე, მეტოქის დაცვის გაწელვითაც გამოვირჩევი და აქ ჩემი მაქსიმუმი უნდა გავაკეთო. გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში დავეხმარები და ყველაზე მთავარი სწორედ ესა".

შეგახსენებთ, რომ „ორლანდოს“ 24 მოგება და 35 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. „მეჯიქი“ პარკეტზე 24 თებერვალს დაბრუნდება და „დეტროიტ პისტონსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუტის მაგიური ქუსლი გახსოვთ? - კვარაცხელიამ მას იდეალურად  მიბაძა
გუტის მაგიური ქუსლი გახსოვთ? - კვარაცხელიამ მას იდეალურად მიბაძა