გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„თუ არ გავარდებიან, ძეგლი დაუდგან“ - რას წერენ მამარდაზე უცხოელი ქომაგები

ლა ლიგის 22-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ხეტაფესთან“ 0:1 დამარცხდა. ქართველმა მეკარემ კარგი მატჩი ჩაატარა და თავის გუნდში საუკეთესო იყო, სოციალურ ქსელებში კი მასზე ბევრმა უცხოელმა გულშემატკივარმა დაწერა.

„თუ ვალენსია გავარდება, ობლაკი უნდა გავყიდოთ და მამარდაშვილი გავიფორმოთ“, - ატლეტიკოს ქომაგი.

„ხეტაფესა და ვალენსიას მატჩის შეფასება: მამარდაშვილი საუკეთესო იყო. ვალენსიასთვის თამაში ნაადრევად იმიტომ არ დასრულდა, რომ მისმა გოლკიპერმა შესანიშნავი სეივები განახორციელა“.

„მამარდაშვილი რომ არა, ვალენსია ბოლოადგილოსან ელჩესთან ერთად იქნებოდა“.

„ზაფხულში პირველი ტრანსფერი მამარდაშვილი უნდა იყოს“, - ბეტისის ქომაგი.

„მამარდაშვილი და პაულისტა ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ჩვენთან სალაპარაკოდ მოსვლის უფლება აქვთ. დანარჩენებმა თავი შორს უნდა დაიჭირონ“, - ვალენსიას გულშემატკივარი.

„მორიგი მარცხი ჩვენი გუნდისთვის. მამარდაშვილი რომ არა, ახლა გავარდნილები ვიქნებოდით. ეჭვი არ მეპარება, რომ ლიგაში ყველაზე ცუდი გუნდი ვართ. აღარაფრის თქმას არ ვაპირებ. რწმენა არ დაკარგოთ, მაგრამ ისეთი კალენდარია, საშინელი მდგომარეობა იქნება“.

„ვალენსია საშინელი გუნდია. მათი ერთადერთი იმედი სუპერგმირი მამარდაშვილია. თუ არ გავარდებიან, მას ძეგლი უნდა დაუდგან“.

შეგახსენებთ, რომ 22 ტურის შემდეგ „ვალენსიას“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-19 ადგილზე იმყოფება, მე-17 პოზიციამდე კი ორი ქულა აშორებს. „მამარდას“ გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავის გუნდში ისევ საუკეთესო იყო“ - რას წერენ ესპანურ პრესაში მამარდაზე
„თავის გუნდში ისევ საუკეთესო იყო“ - რას წერენ ესპანურ პრესაში მამარდაზე