კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი მატჩის წინ: „ინტენსიურ თამაშს ველით“

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩში, მოქმედი ჩემპიონი, მადრიდის „რეალი“ სტუმრად „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

რა თქვა ანჩელოტიმ:

გასულ სეზონში, პარიზში გამართული ფინალი ჩვენთვის კარგ მოგონებებს იწვევს. თანაბარი თამაში იყო. ბურთი უმეტესად მათ ჰქონდათ, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად გამოვიყურებოდით. ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება, რადგან ორი თამაშის ჩატარება მოგვიწევს. ამას კარგად ვათვითცნობიერებთ. 180 წუთის განმავლობაში კარგად უნდა ვითამაშოთ.

გუნდი კარგ ფორმაშია და ფეხბურთელებს დიდი სურვილი აქვთ, რომ კარგად გამოვიდნენ, როგორც შარშან. ყველამ იცის, რომ რთული მატჩი იქნება. აქ დაბრუნებით კმაყოფილები ვართ. ველით კარგ თამაშს დიდი ინტენსივობით და წნეხით, სადაც ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ იქნება. ამისთვის მზად ვართ. ახლა, ჩემპიონთა ლიგის უფრო უკეთესი შანსი გვაქვს, ვიდრე შარშან.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „რეალის“ შეხვედრა 21 თებერვალს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები