ბუდუ ზივზივაძე, ალექსანდრე იაშვილი, კარლსრუე, კრისტიან აიხნერი
Aa
Aa

მუხლის ანთება - ზივზივაძის დებიუტი მეორე ბუნდესლიგაში გადაიდო

CrystalSport-ის ცნობით, ბუდუ ზივზივაძეს მარჯვენა ფეხის მუხლის ანთება აწუხებს. ამის გამო, მისი დებიუტი მეორე ბუნდესლიგაში გადაიდო. მიმდინარე კვირაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა „კარლსრუეს“ რიგებში ამხანაგური მატჩი ჩაატარა, თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ მუხლის ანთების გამო სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. ამიტომ, მეორე ბუნდესლიგის 21-ე ტურში „ზანდჰაუზენთან“ გასვლით შეხვედრას გამოტოვებს.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი დღის გამოტოვება მოუწევს ქართველ ფორვარდს. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას კლუბის ექიმი მიიღებს.

„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა გასულ კვირაში, „ფიურტთან“ მატჩამდე, ზივზივაძის შესახებ განაცხადა:

„ბუდუს სჭირდება, გუნდთან ერთად კიდევ ერთი ან ორი კვირა გაატაროს, რათა ბუნდესლიგა 2-ს შეეგუოს. ეს ნორმალურია, როცა სხვა ქვეყანაში და სხვა ჩემპიონატში გადადიხარ. ის, რასაც ქართველი ფეხბურთელი ვარჯიშებზე კარის წინ, ბურთით აკეთებს, ბევრს გვპირდება“.

10 თებერვალს, „ფიურტთან“ საშინაო შეხვედრაში ზივზივაძის არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა, გუნდში ახალი გადასული იყო. გარდა ამისა, „ფიურტთან“ მატჩში 24-ე წუთიდან მოყოლებული „კარლსრუე“ 10 ფეხბურთელით თამაშობდა და ზივზივაძის სათადარიგოთა სკამზე დარჩენა ამ გარემოებამაც განაპირობა.

ზივზივაძე ბოლოს „ფეჰერვარის“ ღირსებას იცავდა და კლუბი ხელმძღვანელობასთან მომხდარი კონფლიქტის გამო მიმდინარე წლის იანვარში დატოვა. 28 წლის ფორვარდმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდ „კარლსრუესთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა. Sky Sport-ის ცნობილმა გერმანელმა ჟურნალისტმა ფლორიან პლატენბერგმა ბუდუ ზივზივაძის „კარლსუეში“ ტრანსფერზე დაწერა. მისი ინფორმაციით, გერმანულმა კლუბმა ზივზივაძის სანაცვლოდ 200 000 ევრო გადაიხადა, ფეხბურთელი გამოისყიდა და გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. პლატენბერგი აღნიშნავს, რომ ზივზივაძე საინტერესო ფორვარდია.

შეგახსენებთ, „კარლსრუეს“ მთავარი მწვრთნელი კრისტიან აიხნერია, რომელიც 2007-09 წლებში იაშვილის თანაგუნდელი იყო. გერმანული BNN-ის ინფორმაციით, ზივზივაძის ვარიანტი გერმანულ კლუბს იაშვილმა შესთავაზა, რაც საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მესის სტილში? მან კვარაცხელიას სტილში გაიტანა“ - სიომინმა ხვიჩაზე ისაუბრა
„მესის სტილში? მან კვარაცხელიას სტილში გაიტანა“ - სიომინმა ხვიჩაზე ისაუბრა