ხვიჩა კვარაცხელია, ალესიო დიონიზი
Aa
Aa

სასუოლოს თავკაცი: „კვარა ძალიან ძლიერია“

„სასუოლოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ალესიო დიონისიმ „ნაპოლისთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა 0:2 წააგო. „ნეროვერდის“ თავკაცმა განაცხადა, რომ „პარტენოპეიმ“ დამსახურებულად მოიგო და ნეაპოლელთა ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

„ძალიან ძლიერ და თავდაჯერებულ ნაპოლის შევხვდით. დამწუხრებული ვარ, რადგან შეგვეძლო, დავწინაურებულიყავით და გაშვებული გოლის შემდეგ, ანგარიში გაგვეთანაბრებინა. მიუხედავად ამისა, ნაპოლიმ გამარჯვება დაიმსახურა და პარტენოპეი მაღალი დონის გუნდია. ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. მეტოქეს ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა, ჩვენ კი ძლიერი მოთამაშეები გვაკლდა.

საუკეთესო გუნდმა გაიმარჯვა, თუმცა სამწუხაროა, რომ ნაპოლის გოლი ვერც ერთ შეხვედრაში ვერ გავუტანეთ. არადა, ამას ვიმსახურებდით. კვარაცხელიას რაც შეეხება, ის ძალიან ძლიერია. მისი პირველი გოლისას შეგვეძლო, ჭკვიანური ჯარიმა აგვეღო და ვისურვებდი, რომ ეს გაგვეკეთებინა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად ჯერ ახალგაზრდები ვართ“.

ამრიგად, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „ნაპოლიმ“ მეოცე შეხვედრა მოიგო. „პარტენოპეის“ 62 ქულა აქვს და უშუალო მდევარს, „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, „აინტრახტთან“ ელის, სერია A-ში კი მისი მომდევნო გაჩერება „ემპოლია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი თამაშის სანახავად ფულის გადახდა ნამდვილად ღირს“ - რას წერენ ხვიჩას გოლზე
„მისი თამაშის სანახავად ფულის გადახდა ნამდვილად ღირს“ - რას წერენ ხვიჩას გოლზე