შერმადინმა ყველა ბურთი ჩააგდო - ტენერიფემ ესპანეთის თასზე იმარჯვა
გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის თასისთვის იბრძვის და მეოთხედფინალური შეხვედრა „გრან კანარიას“ წინააღმდეგ გამართა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ბრწყინვალედ იასპარეზა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა - 89:73.
გიორგიმ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 18 წუთი და 53 წამი გაატარა. ამ დროში, „შერმინატორის“ მონაგარი ასეთი იყო - 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა. შერმადინმა 6-დან 6 ორქულიანი გამოიყენა და 2 მოხსნა მეტოქის ფარზე მიითვალა.
???? ¡Qué orgullo de equipo!
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) February 17, 2023
???? El #LenovoTenerife impone su sello y supera al Granca para meterse en ¡¡ semifinales !! de la #CopaACB
???????? #VamosCanarias #LenovoTenerife #ContigoTieneSentido pic.twitter.com/fBD1mrmLCC
„ტენერიფეს“ რიგებში საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი იყო, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. ბრუნო ფიტიპალდომ აქტივში 15 ქულა, 3 მოხსნა და ამდენივე ასისტი ჩაიწერა, ხოლო სასუ სალინმა და მარსელინიო უერტასმა მატჩი 11 და 9 ქულით დაასრულეს.
ამრიგად, შერმადინის გუნდი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა. „ტენერიფე“ „ხოვენტუტ ბადალონასა“ და „ბასკონიას“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.