ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

„ჩემპიონების შესაფერისად ვითამაშეთ“ - ჰოლანდმა აგუეროს რეკორდი გაიმეორა

ერლინგ ჰოლანდმა „არსენალის“ კარში გატანილი გოლის შემდეგ, სერხიო აგუეროს რეკორდი გაიმეორა.

ნორვეგიელმა სეზონში 26-ე გოლი გაიტანა და კლუბის რეკორდი გაიმეორა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მას ამ შედეგის დასაფიქსირებლად მხოლოდ 22 მატჩი დასჭირდა, აგუეროს კი მთელი სეზონი.

ნორვეგიელი ფორვარდი მიმდინარე სეზონში არა კლუბის, არამედ მთლიანად პრემიერ ლიგის რეკორდებსაც შეუტევს და ამას მალე ყველა ერთად ვნახავთ.

ჰოლანდმა „არსენალთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, პრესასთანაც ისაუბრა:

„მანჩესტერ სიტი ვართ ჩვენ და არა მე. ჩვენ ჩემპიონები ვართ და შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემპიონისთვის შესაფერისი მატჩი იყო.

გუარდიოლამ პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდზე მცირე კორექტირება მოახდინა. ბოლოს და ბოლოს ჩვენ მაღალი დონის მოთამაშეები გვყავს და თითოეულ მათგანისგან საუკეთესო უნდა მივიღოთ. დღეს ეს გავაკეთეთ.

ასე უფრო ხშირად უნდა ვითამაშოთ, დღეს ასეც მოვიქეცით. ჩემი თითოეული გუნდელით ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ.

ყველანი ვთანხმდებით, რომ არსენალი ამ სეზონში საუკეთესო გუნდია. ამიტომ მათ წინააღმდეგ თამაში ადვილი არ არის. მაგრამ ჩვენ დღეს საოცარი მატჩი ჩავატარეთ. სამი მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ და რბოლაში დავბრუნდით.

ჩემი მშრალი სერია? 20 წუთი გავიდა მას შემდეგ რაც ბოლო გოლი გავიტანე - ასე რომ, მუშაობა უნდა გავაგრძელო!

ეს იყო ძალიან პოზიტიური, ბედნიერი და საზეიმო გამარჯვება. ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველაფრით - ეს გვჭირდებოდა და ახლა უნდა გავაგრძელოთ, რადგან მანჩესტერ სიტიმ ეს უნდა გააკეთოს",

- განაცხადა ჰოლანდმა.

„მანჩესტერ სიტი" სატურნირო ცხრილში „არსენალთან“ თანაბარ ქულებშია. ორივე გუნდმა 51 ქულა მოაგროვა, მაგრამ „მეთოფეებს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, თუმცა „ქალაქელებს“ მათთან საკუთარ კედლებში კიდევ ერთი შეხვედრის ჩატარება მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს შემდეგ მესიც? ლეომ შესაძლოა ევროპა დატოვოს
რონალდუს შემდეგ მესიც? ლეომ შესაძლოა ევროპა დატოვოს